“სოხუმის აეროპორტში პირველი ტექნიკური რეისები შესრულდა” – ბჟანია

“სოხუმის აეროპორტში პირველი ტექნიკური რეისები შესრულდა” – ბჟანია

“მესამე დღეა, სოხუმის აეროპორტში პირველი ტექნიკური რეისები შესრულდა”, – ამის შესახებ რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა განაცხადა. როგორც ასლან ბჟანიამ Абаза ТВ-სთან ინტერვიუში აღნიშნა, აეროპორტის ფუნქციონირებისთვის უწყვეტი ელექტრომომარაგება ინვესტორმა საკუთარი ხარჯებით შეძლო.

“სარეზერვო ელექტრომომარაგება ვიშოვეთ, 24 ტრანსფორმატორი ვიყიდეთ, ჩვენივე ხარჯებით ავაშენეთ ახალი ხაზი და ორი ქვესადგური შევაკეთეთ”, – განაცხადა ბჟანიამ.

ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ ივლისში განაცხადა, რომ სოხუმსა და რუსეთის რამდენიმე ქალაქს შორის ფრენები 2024 წლის ბოლოდან დაიწყება. სანკტ-პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე ბჟანიამ თქვა, რომ სოხუმის აეროპორტის აღდგენის შემდეგ, ავიარეისები მოსკოვიდან, პეტერბურგიდან, ეკატერინბურგიდან, ყაზანიდან, სოჭიდან და ნოვოსიბირსკიდან შესრულდება.

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საერთაშორისო აეროპორტად არ ცნობს. ის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს. ოკუპირებული აფხაზეთის თავზე ცა საქართველოს ხელისუფლების ნებართვის გარეშე ვერ გაიხსნება. თუმცა, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ტურიზმის მინისტრმა, სექტემბერში განაცხადა, რომ სოხუმის აეროპორტისთვის საერთაშორისო ნომრის მინიჭების საკითხი მოგვარებულია.

ბიემჯი

მსგავსი სიახლეები

შვეიცარიაში Expovina-ზე 25 სახეობის ქართული ღვინო წარადგინეს

შვეიცარიაში Expovina-ზე 25 სახეობის ქართული ღვინო წარადგინეს

შვეიცარიაში, ქალაქ ციურიხში, ღვინის საერთაშორისო გამოფენაზე Expovina რვა მწარმოებლის 25 სახეობის ქართული ღვინო იყო წარმოდგენილი. 31 ოქტომბრიდან 14 ნოემბრის ჩათვლით მიმდინარე…
როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

ბოლო სავაჭრო სესია ამერიკულ საფონდო ბირჟაზე შემდეგი შედეგებით დასრულდა: S&P 500 Index: -0.02% Nasdaq Index: -0.26% Dow Jones Index: +0.11% ევროპის…
თიბისი კაპიტალის შეფასებით, სებ-ის მიერ რეფინანსირების განაკვეთის შემცირების ალბათობა იზრდება

თიბისი კაპიტალის შეფასებით, სებ-ის მიერ რეფინანსირების განაკვეთის შემცირების ალბათობა…

თიბისი კაპიტალის შეფასებით, სებ-ის მიერ რეფინანსირების განაკვეთის შემცირების ალბათობა იზრდება – ამის შესახებ თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტის ყოველკვირეულ განახლებაში არის აღნიშნული.…